გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად, სასამართლოსთან ხვალ, 20 დეკემბერს 09:00 საათზე შეიკრიბონ.
როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სასამართლო პროცესის ხვალ ჩანიშვნით, ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ნერვების თამაში, ცდილობენ დროის გაწელვას, ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო დღეს გამართულიყო ეს პროცესი, მაგრამ ხელისუფლებამ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხვალ დილით გაიმართოს სასამართლო პროცესი.
ისინი ფიქრობენ, ხვალ დილით ამდენი ვერ ვიქნებით, რაღაც პრობლემა გვექნება, შეიძლება ვერ შევიკრიბოთ.
ჩვენი გადაწყვეტილება არის ის, რომ ხვალ დილით 09:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით აქ, გურჯაანის სასამართლოსთან და აქ შევხვდებით ჩვენს ღირსეულ თანამებრძოლს, დავით კირკიტაძეს და ბოლომდე დავუჭერთ მხარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს გურჯაანის სასამართლო.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსამართლეს, იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს აღვრიცხავთ და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიაში რჩება. ყველა ადამიანს აქვს თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ხვალ და ზეგ, როცა ვინმე დაიწყებს, დამავალეს და ამიტომ გავაკეთეო, ეს ძალიან გვიანი იქნება იმიტომ, რომ კანონზე მეტი დამვალებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის.
ჩვენ ერთადერთ რამეს მოვითხოვთ, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იმოქმედოს ხელისუფლებამ, სასამართლო სისტემამ და იმოქმედოს თითოეულმა ადამიანმა. ასე რომ, ვიბრძვით ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიმართლე არის ჩვენსკენ", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.