ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.
„ძვირფასო პრეზიდენტად არჩეულო ქალბატონო,
გილოცავთ ახლახან საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობას და დემოკრატიულ განვითარებას, ისევე როგორც საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთთან. მოუთმენლად ველოდები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის ჩვენი უსაფრთხოების სფეროში მძლავრ თანამშრომლობასთან მიმართებაში. ჩვენ დიდად მადლიერი ვრჩებით თქვენი ქვეყნის მიერ ავღანეთში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისა და წვლილის შეტანისა და თქვენი ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლისა და თავგანწირვისადმი.
საუკეთესო სურვილებით თქვენი და ქართველი ხალხისადმი, დონალდ ტრამპი“, ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვის წერილში, რომელიც 2018 წლის 14 დეკემბრით არის დათარიღებული და რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადაუგზავნა სალომე ზურაბიშვილს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.