დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კადოეთში და სოფელ ლამოვანში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„კეთდება ორი ჭაბურღილი და ორი წყალშემკრები რეზერვუარი, რომლის დაერთებაც მოხდება არსებულ ქსელზე.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ, ორი სოფლის მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში მიიღებს სასმელ წყალს.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „ემ ემ მშენი“ და შპს „დაკო“, ნათქვამია დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.