"თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა მაია ფანჯიკიძემ, ნინო, გოგუაძემ, ვიქტორ დოლიძემ, თამაზ შიოშვილმა, თამარ კეკენაძემ და ირაკლი ქადაგიშვილმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ხურვალეთში, საოკუპაციო საზღვრის კილომეტრნახევრით გადმოწევა გააპროტესტეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთავრობის უმოქმედობა გააკრიტიკეს.
"არ უნდა დარჩეს არავითარ შემთხვევაში არც შეუმჩნეველი და არც ურეაქციოდ ამგვარი დესტრუქციული ქმედებები რუსეთის მხრიდან. ჩვენ მათგან ჯერჯერობით არაფერ სიკეთეს არ ველოდებით, ამიტომ გვანცვიფრებს ხელისუფლების ასეთი მშვიდი მიდგომა საკითხის მიმართ,"–განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
"მთავრობა იქცევა სრულიად არაადეკვატურად და ის გულგრილობა სამწუხაროდ, რომლითაც განიმსჭვალა ჩვენი საზოგადოება სწორედ მთავრობისგან მოდის, როდესაც ამ დღეებში ვხედავთ, როგორ ზარზეიმით ხსნიან სხვადასხვა ობიექტებს, თითქოს საზეიმოდ გვქონდეს საქმე. ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ განგაშის ზარი უნდა იყოს არამარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ საერთაშორისო ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში და ყველა ზომა უნდა იხმაროს, როგორც საზოგადოებამ ასევე მთავრობამ, რომ ეს საშინელება, ეს ოკუპაცია, ეს ანექსია დასრულდეს", – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.