თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილე მერაბ სირაძესა და საკრებულოს წევრ გია ბარათაშვილთან ერთად, ჭოგნარი-კვახჭირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
ორი დიდი სოფლის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
არმირებული ბეტონის საფარი გზის 2,2-კმ-იან მონაკვეთზე დაიგება.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გი-ან 2011“ შეასრულებს და მასზე რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 507 777 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.