სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
20-12-2018, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორი, ამავე სამსახურის უფროსთან, კობა კურტანიძესთან ერთად, მეეზოვეებს მოულოდნელად ესტუმრა.

 

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო პროცესსაც დაესწრო და მეეზოვეების მოსაზრებები მოისმინა, რომლებიც ძირითადად, არსებული ვითარების გაუმჯობესებას ეხებოდა.

 

 

გუბერნატორის თქმით, სამუშაო პროცესში ეფექტური და ნაყოფიერი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, მნიშვნელოვანია, პირდაპირი კომუნიკაცია მათთან, ვინც სამუშაოს შესრულებაში უშუალოდ არის ჩართული.

 

 

„დასუფთავების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ ახალციხის ქუჩები მოვლილი და სუფთაა. ისინი მუშაობენ მაშინაც, როდესაც ქალაქში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სძინავს. ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ შეტანილ წვლილს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში", განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი