საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში 60-იანი წლების მერე არ მომკვდარა პატიმარი ციხეში შიმშილობით და საქართველოში კი წინა დღეებში პატიმარი სწორედ შიმშილობით მოკვდა.
„პატიმარი მოკვდა შიმშილობით. საბჭოთა კავშირში 60-იანი წლების მერე არ მომკვდარა პატიმარი ციხეში შიმშილობით და პატიმრის ოჯახმა რაა? ან ფულის მიცემით ან დაშინებით ათქმევინეს, დიდი ბოდიში ლამის ბატონ ბიძინას იმისათვის, რომ ჩვენი პატიმარი მოგვიკალი. მანამდე ქუთაისის ციხეში მოკლეს პატიმარი. ია კერზაია მოკლეს, პრდაპირი გაგებით მოკლეს, სხვა არაფერი ჰქვია, უსათნოესი დირექტორი ზუგდიდის მე-6 სკოლის... მე დიახაც ამომეღება ხმა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამიდან „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.