თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მერაბ სირაძე, საკრებულოს წევრი გია ბარათაშვილი სოფელ სიქთარვაში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ბარბაქაძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ამაშუკელთან ერთად, წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გამოყოფილი 671 375 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „კონფორტმშენ XXI-ის“ მიერ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, მოეყობა ცენტრალური მაგისტრალი, ინდივიდუალური დაქსელვა-გამრიცხველიანება, სატუმბი სადგური და რეზერვუარი, რის შემდეგაც 650 ოჯახი მომარაგდება სასმელი წყლით.
დღესვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ მიერ რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასზე 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ბარდუბნის მოსახლეობა-900 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.