საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქნა მოხსნილი, თუმცა ზურაბიშვილი ყველა აქციაზე ყოველთვის სწორედ ბურჯანაძის გვერდით იდგა.
„სალომე ზურაბიშვილი არ იყო, ნინო ბურჯანაძის გვერდით, ბელა ჩაოს რომ მღეროდა, როცა მანქანები დაამტვრიეს იქ და ჟურნალისტი ავალიანი თუ ავალიშვილი გახეთქეს ცემით პირველ არხთან?! - სალომე ზურაბიშვილი იდგა იქ... სალომე ზურაბიშვილი იდგა ყველა აქციაზე ნინო ბურჯანაძის გვერდით, თუმცა თავის დროზე მოხსნილი იქნა სწორედ ნინო ბურჯანაძის ინიციატივით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამიდან „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას და დაამატა, რომ „ახლა საქართველოს მოაჯდნენ ჩვეულებრივი ბანდიტები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.