გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. კირკიტაძე სასამართლოში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
პარალელურად, სასამართლოს მიმდიბარე ტერიტორიაზე ოპოზიცია აქციას მართავს. მობილიზებულია სამართალდამცავების დიდი რაოდენობა.
თავად სასამართლოს შენობაში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. თინა ბოკუჩავა პოლიციას სთხოვდა განმარტებას, თუ რატომ არ უშვებდნენ სასამართლო დარბაზში პროცესზე დასასწრებად.
„ძმას, ოჯახის წევრების არ უშვებენ და გახარიას, სუს-ის სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ხალხი, ვითომ დავით კირკიტაძის გულშემატკივრები, რომლებსაც ვერავინ ვერ ცნობს. ოჯახის წევრები ვერ ცნობენ, ხალხო.
ჩვენი თანაგუნდელები არიან ზემოთ, მაგრამ სუს-ის წევრები რატომ უნდა იჯდნენ იქ? რატომ უნდა იჯდეს რვა კაცი გადაცმული სუს-ის წარმომადგენელი სამოქალაქო ფორმაში, ვითომ დავით კირკიტაძის გულშემატკივარი, რომელთაც კაციშვილი არ იცნობს და დავით კირკიტაძის ძმა ვერ უნდა შედიოდეს დარბაზში. მე დეპუტატი, რომელიც თავდებში ვუდგევარ კირკიტაძეს, ვერ უნდა შევდიოდე დარბაზში. ამიხსნან ამ პოლიციელებმა, რომლევსაც ამ უკანონო დავალებებს აძლევს გახარია - კრიმინალი გახარია იმიტომ, რომ ეს უკვე არის კრიმინალი, რასაც ის სჩადის", განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კირკიტაძეს, რომელიც პოლიციამ კახეთის ინციდენტის გამო დააკავა, ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.
პროკურატურა, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.