გრიგოლ ვაშაძე: ღობის იქით დგანან ჩვენი მხარდამჭერები, აქეთ ორჯერ მეტი პოლიცია - გეკითხებით - ეს ავადმყოფობის ნიშანი არ არის?
20-12-2018, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიმდებარედ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავს, პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

 


„გუშინ, მთელი დღე შეფასებებს ვაძლევდით იმ პოლიტიკურ ცირკს, რომელსაც სასამართლოს ეძახის „ქართული ოცნება" და ახლა ჟურნალისტებმა, მაყურებლებმა - მრავალათასიანმა აუდიტორიამ მინდა ეს დაინახოს - ღობის იქით დგანან ჩვენი მხარდამჭერები, უფრო სწორედ, დათოს მეგობრები და აქეთ ორჯერ მეტი დგას პოლიცია. გეკითხებით - ეს ავადმყოფობის ნიშანი არ არის? ეს არის პარანოია", უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

კირკიტაძეს, რომელიც პოლიციამ კახეთის ინციდენტის გამო დააკავა, ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

 

 

პროკურატურა, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი