გურჯაანის რაიონული სასამართლო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სასამართლო სხდომა უკვე დაიწყო.
დავით კირკიტაძემ, სხდომის დაწყებისთანავე, მოკლე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის შსს-ს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, სასამართლოსთან ითანამშრომლოს, რადგან მისი თქმით, შსს ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა.
„მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეში არის დაინტერესებული მხარე", თქვა კირკიტაძემ.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარედ გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.