დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
20-12-2018, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კირკიტაძისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა ორთვიანია, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

 

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

 

 

„პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა.  ჩვენ აღნიშნულს  ვასაბუთებდით შუამდგომლობაში აღწერილი გარემოების მიხედვით. მას 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით  შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარი ოდენობით. მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში", განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდგომ.

 

 

კირკიტაძეს, რომელიც პოლიციამ კახეთის ინციდენტის გამო 17 დეკემბერს დააკავა, ბრალი კი, ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

 

 

პროკურატურა, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი