გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გაერთიანებულ ოპოზიციაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობის შეფარდება კირკიტაძისთვის ხელისუფლების შიშს უკავშირდება.
„ყველა ადამიანი, ვინც ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, თქვენ ვინც ხართ მოქალაქეები, ვისაც კონსტიტუცია, სამართალი და კანონი გინდათ ამ ქვეყანაში, ხართ ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეები და დაამთავრებთ აი აქ.
ვიბრძოლებთ, რომ კირკიტაძე გამოვიყვანოთ, სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც გაჯერებულია ტარაკნებივით ქოცი მოსამართლეებით, ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალებით, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი, ეს არის პარანოიის შედეგი. აი, შეხედეთ ამდენი პოლიციელი გინახავთ სადმე? რას აკეთებენ აქ პოლიციელები? გახარიას და ბიძინა ივანიშვილს პათოლოგიური შიში აქვთ საქართველოს მოქალაქეების", უთხრა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონიძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.