გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „წინასწარ გადაწყვეტილი იყო".
„არც ისე დიდი დრო დარჩენია „ქართულ ოცნებას." ეს არის ბოლო წუთები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ითვლის. არავინ იფიქროს, რომ ძალადობრივი მეთოდებით შეძლებს ვინმეს შეშინებას და გაჩერებას, ორჯერ უფრო ძლიერები ვიქნებით", უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონიძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.