ირაკლი კობახიძე: იმისთვის, რომ ყველა დეპუტატმა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები გიორგი გახარიასგან, ერთადერთი ფორმატია პლენარული სხდომა
20-12-2018, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის და პასუხების მიღების საშუალება და ამისთვის, ერთადერთი ფორმატია პარლამენტის პლენარული სხდომა“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და მისი მოსმენის სურვილი რამდენიმე კომიტეტს ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ფორმატი, რომელიც დეპუტატების ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს, პლენარული სხდომაა.

 

 

„იყო რამდენიმე კომიტეტისგან იმის ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა და შეხვედრა ბატონ გიორგი გახარიასთან და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს ბატონ გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება და ამ კითხვებზე პასუხების მიღების საშუალება და ამისათვის, ერთადერთი ფორმატი არის, რა თქმა უნდა, პარლამენტის პლენარული სხდომა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს ჩვენი დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს“, განაცხადა ირაკლი კობახიძე, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში ხვალ მივა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი