ეროვნული გვარდია 28 წლის იუბილეს აღნიშნავს
20-12-2018, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ეროვნული გვარდია 28 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.

 

 

საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თვდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ დაღუპული გვარდიელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება და ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის დასასრულს ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

 

 

საიუბილეო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ.

 

 

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.

 


საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი