განათლების მინისტრმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
მიხეილ ბატიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხდა, რომ სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში, მზად არიან პასუხი აგონ.
„ჩვენ მხრიდან თუ რაღაც ისეთი გამოვლენილი იქნა, ყველანაირი პასუხისმგებლობა, როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, ისევე მეც ვარ პასუხისმგებელი ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავისთავად როგორც მინისტრმაც, ყველანაირი პასუხისმგებლობა ავიღო. ასევე, შემიძლია გითხრათ, არამარტო იურიდიულის შემთხვევაში, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, რომ ასეთ შემთხვევაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ", განაცხადა განათლების მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.