პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 40 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ მსჯელობენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა ხვალ უნდა წარადგინოს.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა გააკეთა.
„იმდენად ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა პროცესი, ჩვენ არ გვყავს კონკრეტული კანდიდატი, რომელზეც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კანდიდატურებზე ფიქრობს შეჯერებას და ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ.
როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზეა საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს. შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს ამ მოცემულობიდან გამომდინარე წარვადგენთ. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ამ პროცესის შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, ასევე გარკვეული გამოწვევებიც. ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ, რომელი კანდიდატურების წარდგენა მოხდება და შესაბამისად, ვიმსჯელებთ ერთიანობაში", განაცხადა პავლიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.