მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს „რუსთავი 2“-ის დახურვას თებერვალ-მარტში
20-12-2018, 23:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი აპირებს „რუსთავი 2“-ის დახურვას თებერვალ-მარტში, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში.

 


სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს სჭირდება რუსთავი 2 -ის დასახურად ყველა აქტიური ძალის განეიტრალება. მან აღნიშნა, რომ დავით კირკიტაძე დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მასთან ამსტერდამში ჩასული, ის იყო ნაციონალური მოძრაობის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი და სწორედ მან რუსთავში გამოგლიჯა ივანიშვილს გამარჯვება და ამის შემდეგ იგი რამდენიმე დღეში ციხეში გაუშვეს. „ეს მაშინ, როცა ფარცხალძემ სცემა თორდია და დღესაც დადის თავისუფლად. კირკიტაძეს კი არავინ უცემია“, განაცხადა სააკაშვილმა.

 


სააკაშვილმა თქვა, რომ გურამ დონაძე ასევე დააპატიმრეს მტკიცებულებების გაყალბებაზე, რითაც ივანიშვილმა გურამ დონაძეს პასუხი გასცა იმ აქტივობებისთვის, რასაც ის წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების წინააღმდეგ ეწეოდა.

 


სააკაშვილის თქმითვე, ივანიშვილი ასევე 25-ში ციხეში უშვებს ფარნავაზ ჭკადუას, რომელიც „ფეისბუკზე“ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ და ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობდა.

 


„ივანიშვილი ჩვენთან აშენებს კადიროვის ჩეჩნეთს“, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახლა საჭიროა ამის წინააღმდეგ ერთიანი დარაზმვით ბრძოლა. 

 

 

„ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობიანი ფრონტალური წინააღმდეგობის გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით... აბა იყოს 100 ათასი კაცი ქუჩაში, ივანიშვილის ხსენება არ იქნებოდა. როცა 100 000 ხარ, ვერავინ პროვოკაციას ვერ მოგიწყობს, ძალადობაში ვერ ჩაგითრევს... ჩვენ გვჭირდება ახლა საზოგადოების ფართო წრეებთან მუშაობა. ჩვენ ახლა 900 000 ვართ და უფრო მეტიც“, აღნიშნა სააკაშვილმა და გაიხსენა, რომ  შევარდნაძის დროს წმინდა მიხეილის დღეს მას აფეთქებდნენ სამეგრელოში და ღმერთმა გადაარჩინა. 

 

 

„არასდროს არ შევეგუებით, ბინძური ჯაყოს მმართველობას საქართველოში, ერთუჯრედიანი ჭორვილელი სიმახინჯის მმართველობას... ეს არის ბორია ივანოვი. ივანოვი დაგვასვა ივანმა თავზე... 2019 წლის ბოლომდე ამათი ბუნდღა არ უნდა იყოს საქართველოში“, თქვა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები: 1
#1   grigori
      
კადიროვის ჩეჩნეთს შენ დაამსგავსე საქართველო ! მეორე, თქვენ საბედნიეროდ არა ხართ 900 000! 900 000 ხელისუფლების წინააღმდეგია და არა გიჟის ფანატი ! მესამე, ეგ ჯაყო კარგი კაცი იყო, როცა მილიონებს გაძლევდა ? ცუდი მაშინ გახდა ფულის მოცემა რომ შეწყვიტა !
21 დეკემბერი 2018 23:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი