პროკურატურაში დაბარებისა და გამოკითხვის შემდეგ ყოფილ პირველ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ჰგონია, რომ „არავინ არ ერჩის“
21-12-2018, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ იგი ივნისის ბოლოს გამოკითხა, თუმცა ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლისთანავე გადადგა თანამდებობიდან და ამჟამად „სინერჯი კაპიტალს“ წარმოადგენს, არ აკონკრეტებს თუ რა საკითხით იყო დაინტერესებული საგომოძიებო ორგანო.

 


„ერთხელ მქონდა კომუნიკაცია და ამის შესახებ თქვენ ყველამ იცით. ეს იყოს ივნისის ბოლოს. დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან არც მაშინ არ უნდა ყოფილიყო აქტუალური.

 


პროგრამებთან დაკავშირებით, არც მაშინ არ ყოფილა კითხვები ჩემთან მიმართებაში, არც დღეს არ არის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწორი პროგრამა. მე მგონია, რომ უკვე სჯობია, გადავიდეთ ჩვენ რაღაც სხვა საკითხებზე. ამომწურავად გავეცი კითხვებს პასუხი. თქვენ ახლა პოლიტიკაში მაბრუნებთ, მე კიდევ პოლიტიკიდან წამოვედი...

 


„ბატონი ბიძინას და ბატონი გიორგის [კვირიკაშვილი] ურთიერთობები, ეს არის მათი ურთიერთობები და მათ აქვთ თავიანთი ურთიერთობები, რაც ეხება თვითონ რეფორმას, მე მგონია, რომ რეფორმა წარმატებულია. მე მგონია, რომ არავინ არ მერჩის“, უთხრა ჟურნალისტებს ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი