პარლამენტში სხდომაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უპასუხა.
გიორგი გახარიას თქმით, ველისციხეში კონფლიქტს პოლიციელებზე თავდასხმის სახე ჰქონდა და რეაგირებაც შესაბამისი იყო.
„ამ კონფლიქტს ჰქონდა თავდასხმის სახე პოლიციელებზე, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი და მე მგონი, არავის უნდა უკვირდეს ის ზომები, რაც მიიღო პოლიციამ. მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როცა გამოვლინდება დამატებითი ფაქტები, ყველა იქნება დასჯილი.
რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როდესაც პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა ამას ექნება ადეკვატური პასუხი.
არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი და ხუთი წლის წინ, ამის შემდგომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელებზე თავდასხმა იქნება დასჯადი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იმაზე უფრო მკაცრი", განაცხადა გახარიამ დეპუტატების შეკითხვების პასუხად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.