„თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია", მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე იმ დეპუტატებს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიაში იმყოფებოდნენ.
„სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შემიძლია განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი რაც იქნებოდა ჩვენთვის, იქნებოდა თქვენსავით ბატონებო, გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ.-ზე დევნის დაწყებისა მაშინ, როდესაც შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს.
მარტივი რამ გააკეთეთ თქვენ - სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი აირჩიეთ და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადება, რაც გააკეთეთ. ეს თქვენი ნება იყო, აქედან გამომდინარე, თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია.
ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქციის გამოყოფა. ამ საქმის ფარგლებში მას შემდგომ, რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და იქ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ, ამაზე მეტი საუბარი არ არის საჭირო და უპასუხისმგებლო იქნებოდა. პოლიტიკურ სპეკულაციას ადამიანის ბრალეულობით, მათი დაკავებით, მით უმეტეს იმ ტრაგიკული შედეგით, რაც იყო, არ ვაპირებ", განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.