გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: ვისი მძევალი ხართ, აქ რომ წვალობთ ასე, ბატონო გიორგი
21-12-2018, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვისი მძევალი ხართ, აქ რომ წვალობთ ასე, ბატონო გიორგი", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე.

 


„მე მომესმა, თუ თქვენ თქვით, რომ ორ კერძო პირს შორის საუბარი არ მაინტერესებს არაფერს ნიშნავსო და თქვენ სპექტაკლი უწოდეთ ამას. აქ ერთ-ერთი არის „ქართული ოცნების" მაჟორიტარის შვილი, რომელიც მთავრობის სახელით პოლიციასთან დალაგებას ჰპირდება ურთიერთობის. კაცი ჩვენებას გაძლევდათ და მარტო ჩვენება კი არა ჩანაწერიც გქონდათ და ეს დასაცინია შს მინისტრისგან? გასაგებია თქვენი გზავნილი. 

 

 

აქამდე რა იყო არ მაინტერესებს, დღეიდან აღარ დავუშვებ პოლიციელის ცემასო? ანუ კირკიტაძის ინციდენტით დაიწყეთ სტანდარტის დაცვა? ადრე რა იყო, თქვენი პოლიტიკური გუნდის დროს იმას რომ არ იძიებთ, კორცხელში რომ სცემეს პოლიციელები ის გაშველება რომ არის თურმე, რა მაგარია. შემოელახათ პოლიციელები გაშველების დროს.

 

 

„ქართული მარშის" ხალხი რომ სცემდა პოლიციელებს, ის არაუშავს ხომ, ახლა მაისში, არაუშავს ხომ ეგეც. იმაზე რატომ არ გამეცით პასუხი, მარნეულის გამგებელზე, თქვენივე დეპუტატები რომ იყვნენ აღშფოთებულები შარდი რომ წაასმევინა სახეზე კაცს და ციხეში კი არ ზის დღეს, „ქართული ოცნების" ოფისში ზის", განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი