საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორმა, ზაზა ძნელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს, სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, მათი ოჯახის წევრებს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ სხვადასხვა სახის მომსახურებას შეღავათიან ფასში სთავაზობს. ისინი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ რადონული მინერალური წყლებით გამოირჩევა. კომპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.