ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რეფორმების შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს
22-12-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Forbes” - ის რეიტინგი კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნული საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის კომენტირებისას.

 

 

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ „ფორბსი“ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2018 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 8 საფეხურით გაუმჯობესდა და 44-ე ადგილი შეადგინა.

 

 

რეიტინგი ქვეყნებს 10 კომპონენტი მიხედვით აფასებს. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს 4 კომპონენტში წამყვანი პოზიციები უკავია, მათ შორის როგორიცაა, ინვესტორების დაცვა, ბიუროკრატია, ვაჭრობის თავისუფლება და საგადასახადო წნეხი.

 

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა.

 

 

მისი თქმით, „აღნიშნული რეიტინგი შედეგია იმ რეფორმებისა, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე“.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები, რომლის თანახმადაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, გაზრდის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და მიმართული იქნება ინკლუზიურ ზრდის უზრუნველყოფისკენ.

 

 

რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, „Forbes”-ის რეიტინგში ყველაზე საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს (55 ადგილი), თურქეთს (57 ადგილი), ყაზახეთს (65 ადგილი), აზერბაიჯანს (70-ე ადგილი) და სომხეთს (81 ადგილი).

 

 

აღსანიშნავია, რომ „Forbes” - ის რეიტინგის მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ეყრდნობა ისეთი ცნობილ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, საერთაშორისო გამჭვირვალობა „კორუფციის აღქმის ინდექსი“, Freedom House’s „მსოფლიო თავისუფლება“, Property Rights Alliance’s „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსი“, UN „ადამიანური განვითარების ინდექსი“ და The CIA’s World Factbook.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 11
#11   jhon bill set
      
Receive ongoing technical support and consultation to ensure optimal equipment usage and performance. Stapler Occasion
7 აპრილი 2026 09:55
#10   farhanjani12
      
Take advantage of this rare opportunity to stay in a beachfront villa that combines privacy, sophistication, and stunning Caribbean scenery. Barbados luxury villa
3 აპრილი 2026 08:51
#9   farhanjani12
      
Machines are designed to operate with both water-based and solvent-based cleaning chemistries. renting lavadoras de piezas
9 თებერვალი 2026 02:54
#8   jhon bill set
      
Participate in opportunities shaped by detailed financial analysis, market-specific insights, and hands-on operational oversight. residential real estate development companies
30 დეკემბერი 2025 10:29
#7   morgan
      
Each switchgear system is thoroughly tested to ensure stable operation, electrical accuracy, and consistent performance in real-world conditions medium voltage switchgear
18 დეკემბერი 2025 10:02
#6   morgan
      
Shop high-durability phone chargers built with reinforced cables, fast-charge compatibility, voltage protection, and universal device support for safe and efficient charging. wireless earbuds
15 დეკემბერი 2025 11:43
#5   kenwood bill set
      
We focus on solving emulsion instability by using advanced high-pressure mechanics that create strong droplet uniformity, helping emulsions remain stable for longer durations without separation or breakdown. High Pressure Homogenizer Manufacturer
9 დეკემბერი 2025 09:14
#4   morgan
      
Deliver SCR technology that helps OEM clients meet strict environmental standards, boosting their market acceptance and product value. Selective Catalytic Reduction
3 დეკემბერი 2025 12:23
#3   kwood
      
Really a great addition. I have read this marvelous post. Thanks for sharing information about it. I really like that. Thanks so lot for your convene. quartz countertops
30 ნოემბერი 2025 10:59
#2   morgan
      
The brand offers space-efficient cleaning systems ideal for businesses with limited factory space. maquina limpieza aeroespacial
28 ნოემბერი 2025 12:11
#1   morgan
      
Experience smooth project execution with Dubai Municipality, Trakhees, Nakheel, and DCD-compliant approvals, ensuring your project meets all local regulations and safety standards. interior fit out company in dubai
27 ნოემბერი 2025 01:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი