პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მას სხვებისაგან განსხვავებით ჰქონია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - უთხრა „TV პირველს“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც თავის უფროს ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად უკვე ერთ კვირაზე მეტია პროკურატურასთან შიმშილობს და მამის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, მის გაგრძელებას მოითხოვს.
„ჩვენ ამ განცხადებების გასაკეთებლად ხომ არ დაგვიწყია შიმშილობა. ჩვენ ველოდებით რეალურ შედეგს. რაც შეეხება თავად ამ განცხადებას, ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ქალბატონს ჰქონია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, განსხვავებით იმ ფულის ტომრებისაგან, რომლებიც საკუთარი ბიზნესის „დასაკრიშად“ მოდიან ხელისუფლებაში თუ პარლამენტში. რა შედეგები მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან, ეს ჯერ კიდევ წინ არის. მე ილუზიებით არ ვცხოვრობ“, განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა.
ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი, პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით”, აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.