გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას მისი უფლებადამცველები ასაჩივრებენ. ადვოკატმა, ალექსანდრე მგელაძემ დღეს დილით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.
კირკიტაძის ინტერესების დამცველი სააპელაციო სასამართლოსგან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
„გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. უფრო მეტიც, ეს ორმაგი სტანდარტი არის, შერჩევითი სამართალი არის, მაშინ, როდესაც იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე მუხლით შეეფარდა გირაო სხვას, დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული არის პატიმრობა. სააპელაციო საჩივარში სრულად გვაქვს დასაბუთებული თუ რა ნორმები არის სისხლის სამართლის პროცესის დარღვეული და შესაბამისად, მაქვს მოლოდინი იმის, რომ მიიღებს წარმოებაში და შეცვლის გადაწყვეტილებას", განაცხადა ალექსანდრე მგელაძემ.
დავით კირკიტაძე ველისციხის ინციდენტის გამო 17 დეკემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.