არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და მოსთხოვა ენზელ მკოიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები წარადგინონ
22-12-2018, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარასკევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და მოსთხოვა წარადგინონ მტკიცებულებები, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმაში.

 

 

„მკოიანზე იცით, რატომ ხართ გამწარებულები? იმიტომ ხართ, რომ პირველ ტურში სამცხე-ჯავახეთი პირწმინდად წააგეთ და მეორე ტური კიდე უფრო პირწმინდად წააგეთ და აირჩიეთ ყველამ სტრატეგია, რომ მოდით დავაზიანოთ მკოიანი, გავაკეთოთ მასზე განცხადებები, რა ცუდი კაცია, როგორ ხელმძღვანელობს ბანდ-დაჯგუფებას.

 

 

მკოიანი ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო კამპანიას და ეს შემთხვევა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, იცით როგორ დაიწყო? დაიწყო იმით, რომ სწორედ თქვენი მხარდამჭერები მივარდნენ ბენზინგასამართ სადგურზე იმიტომ, რომ არჩევნები წააგეს, შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ადამიანებს, კადრებშიც ჩანს ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენეს, ჩამოხიეს პლაკატები და ასეთი დემონსტრაციული რეიდის შემდეგ წავიდნენ თავის შტაბში და იქ ეუბნებოდნენ, რომ სხვებსაც ეს დაგემართებათო. და აი ეს ეპიზოდი რატომღაც არ გაინტერესებთ, მაგრამ ის ძალიან გაინტერესებთ, რომ ენზელ მკოიანი, ასე ვთქვათ, დაადანაშაულოთ იმაში, რაშიც პირადად მას არანაირი, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და მტკიცებულებები წარადგინეთ, როდესაც ბრალს სდებთ თქვენს კოლეგას პარლამენტში“, მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი