შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ., 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ. ვ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
„დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა რ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „აკს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარში დააკავეს მ.კ. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
სამართალდამცველებმა გ.ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაცნობთან სტუმრად იმყოფებოდა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება რ.ვ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ხოლო მ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.