ცოტნე გამსახურდია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა: „სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება“
23-12-2018, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას“ - ასე გამოეხმაურა „ფეისბუქზე“ ცოტნე გამსახურდია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიღებულია გადაწყვეტილება და პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.

 


„რით არის ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების მკვლელობის გამოძიება? ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა გავიგოთ, რა შედეგს იწვევს ეს და რატომ კლავენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის სიკვდილი, როგორც წესი, ცვლის ქვეყნის განვითარების გეზსა და ვექტორს! ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამდებობის პირი არის მკაფიოდ გამოხატული ლიდერი, რომელზეც დამოკიდებულია ხსენებული გეზის წარმატებულობა.

 


ვის აწყობს საქართველოს პოლიტიკური გეზის ცვლილება და დამუხრუჭება? მოგეხსენებათ, ახლოს გვყავს ძალზე დიდი და ვერაგი მტერი, რომლის ინტერესებთანაც ეს არის დაკავშირებული.

 


ამავე დროს, მსგავსი საქმეების გამოძიება/არგამოძიება მნიშვნელოვნად განაპირობებს სამართლისა და კანონის უზენაესობის განვითარებას. როგორც მინიმუმი, ასეთი საქმეების არგამოძიება იწვევს ადამიანებში სრულ სამართლებრივ ნიჰილიზმს: ასეთ ამბავს თუ არ იძიებენ, მე რაის იმედი მქონდესო...

 


ახლა არ ვსაუბრობ ამ საქმის მორალურ, ისტორიულ ასპექტებზე და პირად ტრაგედიაზე.

 


მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვიბრძვით ვადის გასაგრძელებლად ვადის გაგრძელებისათვის! ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და საქმე არ დარჩება იგივე კალაპოტში“, აცხადებს ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია.

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა  ბესელიას განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი