"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების" შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, სრულად 2016 წელს ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტში ჩაწერილი ყველა სოციალური შეღავათის მომავალი წლიდან ამოქმედება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
"2016 წლიდან დაიწყება მთის აღორძინება საქართველოში. გუშინ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. 2 საათიან თათბირზე ღარიბაშვილმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა და კანონის ამოქმედება 2016 წლიდან დაიწყება. ძალაში შევა ყველა საგადასახადო შეღავათიც, რომელიც კანონპროექტით იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ბრიფინგზე.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, მთავრობას მაღალმთიანი რეგიონებისთვის დაგეგმილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების პერიოდულად ამოქმედება ჰქონდა დაგეგმილი, რაც 2016 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ხოლო კანონი სრულად 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
მთავრობის მიერ განსაზღვრული ვადები მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მათ შეღავათების 2016 წლისთვის ამოქმედება მოითხოვეს და კანონპროექტი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე მიიღეს, რომელიც კანონის ამოქმედების წესებს შეეხებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.