თელავის რაიონულმა სასამართლომ დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
„ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ზაზა ბერიკაშვილი პოლიციამ თბილისში 353 -ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.