ილია მეორე: „ჩვენ ხშირად ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს... ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა“
23-12-2018, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა. ჩვენ ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთქვით, მომეცი უფალო, მილხინე უფალო. ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას“, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირა ქადაგებისას.

 


„დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი, ავადმყოფები – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და მაცხოვარი ეუბნება, წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. ეს წესი იყო, მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, ის მორჩენილია, ის თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან, როცა წავიდა მოძღვართან, გზაში განიწმინდნენ.

 


ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და მადლობა შესწირა უფალს. უფალი ეუბნება, ათივე ხომ განიკურნეთ, ცხრა სადღა არიანო?! ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. მაცხოვარი ეუბნება, სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ. ღმერთმა ინებოს, ჩვენც გვითხრას სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ“, ბრძანა პატრიარქმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 


ილია მეორეს თქმით, 23 დეკემბერს იგი საქართველოს-კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს და მადლობელია მრევლის, რომელთა დახმარებითაც, მან შეძლო იმ „მძიმე ჯვარის ტარება, რაც უფალმა დააკისრა“.

 


„დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ეკლესიის სახელით, ერის სახლით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე, 23 დეკემბერს შედგა წმინდა სინოდის კრება და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი.

 


დიდება და მადლობა უფალს, და მადლობელი ვარ თქვენი, ჩემი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას. დიდება და მადლობა უფალს“, ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი