ცუნამის განმეორების საფრთხიდან გამომდინარე ინდონეზიის მოსახლეობა, რომელიც ამოფრქვეული ვულკანის, ანაკ კრაკატაუს სიახლოვეს ცხოვრობს, გააფრთხილეს, რომ სანაპირო ზოლზე არ გავიდნენ.
შაბათს, ვულკანისგან გამოწვეულმა ცუნამიმ სულ მცირე 373 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 1 450-ზე მეტს დაზიანებები მიაყენა. გიგანტურმა ტალღებმა კუნძულების, სუმატრასა და ჯავას ქალაქებს გადაუარა.
ანაკ კრაკატაუ კვირას ისევ ამოიფრქვა და მიმდებარე ტერიტორია კვამლსა და ფერფლში გახვია.
ჯავასა და სუმატრას კუნძულებს შორის მდებარე სრუტე ჯავას ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
ინდოენეზიის კატასტროფის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე (14:30 გრინვიჩის დროით) ცუნამის თავზე დატყდომის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.