ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის, დ. ღ.- ს ადვოკატი და მამა აცხადებენ, რომ დ. ღ. პოლიტპატიმარია.
დაკავებულის მამა კახა ღლონტი ამბობს, რომ დ.ღ.-ს პატიმრობაში ყოფნა პროკურატურას გარდაცვლილების მშობლების გასაჩუმებლად და არსებული პროტესტის დასაცხრომად სჭირდება.
„ეს ის პერიოდია, როცა ზაზამ შიმშილობა დაიწყო უკვე პროკურატურის ეზოში და იმის მერე დააკავეს ჩემი შვილი. მე ვფიქრობ და ეს ასეა, რომ ჩაეცხროთ ეს მუხტი და ზაზა სარალიძეც რომ რაღაცა დროის მანძილზე ცოტა რომ გაეჩერებინათ აი, მაგიტომ დაიჭირეს ეს ბავშვი. დაიჭირეს და უკვე მეექვსე თვეა არ უცვლიან აღკვეთის ღონისძიებას.
70 მოწმეზე მეტი არის უკვე გამოკითხული და ვერც ერთი ვერ ადასტურებს ბრალეულობას, რა უნდა დაადასტურონ? და ამ დროს, გამოდის პროკურატურა და პირდაპირ ამბობს, რომ „მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდებულის ბრალეულობა,“ - მასეთი რაღაცა არ ყოფილა საერთოდ.... ჩემი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და პოლიტპატიმარია“, აცხადებს დაკავებული დ.ღ.-ს. მამა.
დაკავებულის ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის მტკიცებით, ბრალდების მხარე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.