როგორც ჩანს, თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან ამ სოციალურად მავნებლური გადაწყვეტილების გამო - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, თბილისის მერის სოციალური მავნებლობა უფრო მეტ ძალას იძენს. დღეს მისი გადაწყვეტილებით, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ კომუნალური ვაუჩერი, რომლითაც თბილისში 385 ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობდა, მხოლოდ იმ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ, რომლებსაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა და მათ 70 000 ქულამდე აქვთ მინიჭებული. გვინდა თბილისის მერს შევახსენოთ, რომ კომუნალური ვაუჩერი ფაქტიურად საარსებო წყარო იყო იმ ღატაკი და ღარიბი ოჯახებისთვის, რომლებიც ასეთად აღიარა სახელმწიფომ, უბრალოდ მათ 70 000-ზე მეტი ქულა აქვთ და ასეთი თბილისში 56 000 ზე მეტი ოჯახია, 180 000-ზე მეტი ადამიანი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბაზაში არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა ეს მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური შემწეობა იყო", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი იღებს გადაწყვეტილებას მისი ქვემდებარე ორგანიზაციებისთვის ახალი სახელფასო დანამატების დაწესების შესახებ.
"ასე, რომ თბილისის მერი და "ქართული ოცნება" ვერ ახერხებს საკუთარ კეთილდღეობაზე, ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვის შეწყვეტას და თანხების დაზოგვას აგრძელებს ყველაზე მეტად სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებზე. ეს იმ ფონზე, როცა სექტემბრიდან კომუნალური გადასახადების გაზრდაა მოსალოდნელი, ყოველივე ეს ადამიანებს ნოემბერსა და დეკემბერში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. როგორც ჩანს, თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან ამ სოციალურად მავნებლური გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.