საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობებზე რამდენიმე პირი დანიშნა.
„დაინიშნა უკვე ადმინისტრაციის უფროსი - ლაშა ჟვანია. ქეთევან მახარაშვილი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება, დაევალება მას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია. დროებით ასევე პრეს-სპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.
დიმიტრი გაბუნია უკვე არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი.
სიმონ პეტრედისი - მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში.
როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ ცვილლებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან. ნათია სულავა - მრჩეველი დიასპორის, ასევე მოქალაქეობის საკითხებში. ალექსი ბარბაქაძე - სამხედრო საკითხებში მრჩეველი.
ირინა შენგელია -საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი. კოტე ნაცვლიშვილი - მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში", განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.