ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.
როგორც მინისტრმა H1N1-ის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევები და სამედიცინო დაწესებულებებში გაზრდილი მიმართვიანობა ნიშნავს, რომ ვირუსი სეზონური გავრცელების პიკს აღწევს.
„გრიპით ავადობა წელიწადში ორჯერ სეზონურად ყოველთვის მოსალოდნელია. ამ დღეებში მიმდინარე ავადობის სურათს ასეთი დამახასიათებელი თვისებები აქვს, რომ დღეის მდგოამრეობით, 100 000 მოსახლეზე 221 შემთხვევა არის. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, წინა კვირას 185 იყო. ითვლება, რომ ეპიდიმიურე მზად ყოფნა არის მაშინ, როდესაც 100 000-დან 450 შემთხვევა სახელდება. მასთან მიახლოებული არ ვართ, საბედნიეროდ, თუმცა, აუცლებელია, რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, ტკივილი თავის, სახსრების. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის მაგივრად აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს", უთხრა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.