ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანიას არჩევის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასე ლაპარაკობენ".
„ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ხმების ორი მესამედით, როგორც ჩანს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია ეს ამბავი, როგორც ჩანს თამარ ჟვანიამ ხმების ეს რაოდენობა მოაგროვა და შესაბამისად იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასე ლაპარაკობენ", განაცხადა მამუკა მდინარაძე.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ჟვანიას არჩევნების გაყალბება „დაუფასა" და მეორე ვადით აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.