ავიაკატასტროფის შედეგად მექსიკელი ქალი გუბერნატორი და მისი სენატორი ქმარი დაიღუპნენ
25-12-2018, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავიაკატასტროფის შედეგად მექსიკის ცენტრალური ნაწილის, პუებლას შტატის გუბერნატორი მართა ერიკა ალონსო და მისი ქმარი, სენატორი რაფაელ მორენო ვალე დაიღუპნენ.

 


მექსიკის მედიის ცნობით, ინციდენტი მცირე ზომის თვითმფრინავის ქალაქ პუებლადან აფრენიდან მალევ მოხდა.

 


45 წლის ალონსო პუებლას პირველი ქალი გუბერნატორი დაძაბული არჩევნების შემდეგ გახდა და პოსტზე მუშაობას რამდენიმე დღის წინ შეუდგა.

 


მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპესმა „უღრმესი სამძიმარი“ გამოხატა პოლიტიკოსების ნათესავების მიმართ. მან განაცხადა, რომ დაიწყება გამოძიება „სიმართლის“ დასადგენად, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა.

 


ჯერჯერობით არ არის ცნობილი გადაურჩა თუ არა სიკვდილს მფრინავი.

 


ალონსო გუბერნატორის თანამდებობაზე საქმიანობას 14 დეკემბერს, მას შემდეგ შეუდგა, რაც მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში მცირე უპირატესობით დაამარცხა პრეზიდენტ ლოპეს ობრადორის ფავორიტი კანდიდატი.

 


ერთ დროს ალონსოს ქმარიც მსახურობდა სახელმწიფო გუბერნატორის პოსტზე.

 


BBC-ის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში მექსიკის მაღალი თანამდებობის პირები ავიაკატასტროფაში არაერთხელ დაღუპულან. 2011 წელს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ფრანჩესკო ბლეიქ მორა დაიღუპა.

 

 

მიმდინარე წელს 13 ადამიანი დაიღუპა ავიაინციდენტისას, როცა მინისტრის ვერტმფრენი ხალხით სავსე ადგილას ჩამოვარდა, თუმცა თავად მინისტრი სიკვდილს გადაურჩა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი