სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.
ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წლის 23 დეკემბერს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.
კვირას, ქადაგებისას, ილია მეორემ ბრძანა, რომ 23 დეკემბერს იგი საქართველოს-კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს და მადლობელია მრევლის, რომელთა დახმარებითაც, მან შეძლო იმ „მძიმე ჯვრის ტარება, რაც უფალმა დააკისრა“.
„დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ეკლესიის სახელით, ერის სახლით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე, 23 დეკემბერს შედგა წმინდა სინოდის კრება და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი.
დიდება და მადლობა უფალს, და მადლობელი ვარ თქვენი, ჩემი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას. დიდება და მადლობა უფალს“, ბრძანა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.