მოკლულია 43 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი ქაბულში ავღანეთის სამთავრობო შენობაზე შეიარაღებული მამაკაცების თავდასხმისას
25-12-2018, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქაბულის სამთავრობო შენობაზე თავდასხმისას 43 ადამიანი მოკლეს, დაზიანებები აქვს მიღებული 25 სხვას.

 


ავღანეთის საზოგადოებრივ საქმეთა სამინისტროზე თავდასხმისას შენობაში ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა და ზოგიერთი მათგანი ალყისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრებიდან გადმოხტა.

 


ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა. წარსულში ანალოგიური თავდასხმების უკან, როგორც „თალიბანი“, ისე „ისლამური სახელმწიფო“ იდგა.

 


გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი შენობის შესასვლელის სიახლოვეს ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით დაიწყო, რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბოლოოდ 350-ზე მეტი ადამიანი იქნა გათავისუფლებული საზოგადოებრივ საქმეთა სამინისტროს შენობიდან. მისივე თქმით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს. მოკლულთა შორის ავღანეთის პოლიციის ოფიცერიცაა. მოკლულია ასევე სამი თავდამსხმელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი