დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის მზარდი დინამიკის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, გამოიჩინონ ყურადღება გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
„გვაქვს მზარდი დინამიკა გრიპისა ქვეყანაში, რომელიც თუ მანამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, დღეს უკვე ფართოდ ცირკულირებს უკვე გრიპის ვირუსი - H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3-ის შტამი.... სამწუხაროდ, უკვე გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ამიტომ, საჭიროა, მეტი ყურადღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გრიპის სეზონის დროს ყურადღებით ვიყოთ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი", უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.
H1N1-ით გარდაცვალების ორი ფაქტი აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.