ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა, ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.
სერგეენკო საზოგადოებას მოუწოდებს, გრიპის ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს.
„დაავადების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ, ეპიდემიის ზღვარის ნახევარზეა და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ყველამ მიმართოს ამ სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით არის ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევა - ერთი აჭარაში და მეორე გუშინ ქუთაისში. ორივე პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", განუცხადა დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.