ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს, მისი ერთ-ერთი სატელევიზიო კომენტარის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ადამიანებს ძალიან უჭირთ“ და „ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო დიდი ტემპები იმისათვის, რომ ხალხს დავეხმაროთ და სიღარიბიდან ამოვიყვანოთ“.
ადამიანებს ძალიან უჭირთ და უჭირთ ისე, როგორც უჭირდათ გუშინ და გუშინწინ, აი, ამას ვგულისხმობ მე და ეს გასაჭირი მათი, იმდენად მძიმეა, რომ ის გასაჭირი რომ არ უარესდება, ეს არ გვეხმარება ჩვენ არაფერში და ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ. აი, ეს ვიგულისხმე მე. მაგრამ იმის თქმა, რომ ხალხს უფრო და უფრო, უფრო და უფრო, უფრო და უფრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი. ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო დიდი ტემპები იმისა, რომ ხალხს დავეხმაროთ და სიღარიბიდან ამოვიყვანოთ“, განაცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ „ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს“, მაგრამ მისი შეფასებით, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.
„შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის“, განაცხადა გიორგი ქობულიამ ხუთშაბათს, „TV პირველის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.