„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ, რადგან მისი თქმით, „ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი“.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.
„ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. უმრავლესობას მივმართავ, მათ მხარი არ დაუჭიროს და მსგავსი სახის მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გაწმენდა დაიწყოს. ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის წარდგენა ცინიკური დამოკიდებულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაპირისპირებული იყო მოსამართლეებთან და წინა ხელისუფლებასთან. ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს იმაზე, როგორ მოხდა მათი შერჩევა და გადმოგზავნა“, განაცხადა ინაშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ინაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით ფასობს.
გარდა ამისა, დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას და ამ მიმართულებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.