დავით სერგეენკოს განცხადებით, იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება
25-12-2018, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება.

 


„მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. საკუთრივ ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია და ამ მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს, გააკეთოს? ერთია, რომ გაზარდოს ბიუჯეტი და შეუმციროს ამ ადამიანებს წამლები. ნახევარი მილიარდის დამატების ბიუჯეტი უბრალოდ არ გვაქვს და მეორე – თუკი, ადამიანები აფთიაქში მისვლისას, დავუშვათ, წელიწადში ჯამურად 400 მილიონს ხარჯავენ, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით და ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობით, შეუძლია, ეს ხარჯი რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს. 

 

 

2017 წელს დაიწყო პირველი ეტაპი, როდესაც სოციალურად დაუცველებს ძალიან მკაფიოდ შერჩეული კრიტერიუმებით, შერჩეულ 23 მედიკამენტზე გაუჩნდათ წვდომა თვეში ერთ ლარად, რომელიც ფარავდა ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრს. 2018 წლის სექტემბერში ჩამონათვალს დაემატნენ პენსიონრები და შშმ პირები. ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ ამ ჯგუფებში, დიაბეტის მეორე ტიპის წამალზე მნიშვნელოვნად გაეზარდათ წვდომა, ფასები შემცირდა. ეს ჩამონათვალი უკვე გაფართოვდა. წლის ბოლოდან დაემატება და გაიზრდება 30-მდე, რაც ნიშანდობლივია. ორი საკმაოდ გავრცელებული და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. ეს მოხდება წლის ბოლოს, პრაქტიკულად იანვრიდან“, აცხადებს დავით სერგეენკო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი