საქართველოს თავდაცვის ძალებს 415 სამხედრო შეემატა
25-12-2018, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალებს 415 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის სამხედროებმა ფიცი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დადეს. ჯარისკაცებს ფიცის დადება თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ, წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

 

 

დღეიდან 375 საკონტრაქტო და 40 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში იმსახურებს. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები განახლებული პროგრამით 2016 წლის 29 ნოემბრიდან ემზადებიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობაც აქვთ. მათ ათკვირიანი სრულყოფილი კურსი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. მომზადების განმავლობაში ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

 

 

საზეიმო ღონისძიებაზე წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ წვევამდელებს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი