საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მას პატრიოტმა ქართველებმა მიმართეს და შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში“, რომლის მიზანიც, საქართველოდან „გაჭირვებისა და უპერსპექტივობის“ გამო უცხოეთში წასული ემიგრანტების მიერ „სამშობლოს დაიბრუნებაა“.
სააკაშვილი ამბობს, რომ დიდი ტალღა უნდა აზვირთდეს და „ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე“.
„მე თქვენთან ერთად წამოვალ, წამოვალ, არაფრის არ მეშინია“, აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
„მე ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსიში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში. ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელიც არის საქართველოში თავის გადარიცხვებით, იმიტომ, რომ საქართველოში სხვა ეკონომიკა პრაქტიკულად გააჩანაგა ივანიშვილმა, არადა ეს ხალხი გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან.
„ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავის ძალა. უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი, კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს. ქართველებმა, რომლებიც უცხოეთშია, რომელთაც იციან შრომის ფასი, მათ ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და ივანიშვლის მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა. ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება, ყველას უნდა რომ თავისი შვილები იქ გაზარდოს, ყველას უნდა რომ თავის შვილებს დაუბრუნდეს და არ ჰქონდეთ მათ გასაქცევი არსად.
„ახლა ჯგუფმა, პატრიოტი ქართველების, მომმართა და მათ შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში“. ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ეს აზვირთებული ტალღები, ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, წამოვალ, არაფრის არ მეშინია - ბოლომდე გავალთ. ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი არ გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. „ერთად სახლში“ - ვაერთიანებთ ძალებს. მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს, სადაც არიან ქართველები, შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად. საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ გვქონდეს მაგარი სამშობლო და ჩვენ აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო. ერთად სახლში. აბა თქვენ იცით“, ამბობს ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.